„ჯეო ჰოსპიტალსს“ KTQ და ISO-9001-ის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა

ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ყველა კლინიკამ და ამბულატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რის შედეგადაც საქართველოს 5 რეგიონში მოქმედი 25 სამედიცინო დაწესებულება აკრედიტებულია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატს და ISO-9001-ის მფლობელია.

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, „ჯეო ჰოსპიტალსი“ უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა.

„კომპანია KTQ ს წარმომადგენლებმა „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15-ვე კლინიკა კატალოგის მიხედვით შევისწავლეთ და ყველა მათგანმა დადებითი შეფასება მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მენეჯმენტის კომპონენტი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შეფასდა. ვულოცავთ „ჯეო ჰოსპიტალსს“ ასეთ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებას“, - აღნიშნა KTQ-ს (გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ ) დირექტორმა რონალდ ნიუბაიახმა სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალზე.

საერთაშორისო აუდიტორებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში საექთნო სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმი, მართვის მოქნილი პროცესები, სამედიცინო და კლინიკური გუნდის ეფექტურობა.

მონიტორინგის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, რომელმაც თვეების განმავლობაში KTQ-ს ხარისხის დანერგვის პროცესის წარმატება უზრუნველყო.

აკრედიტაციისთვის მზადების პერიოდში კლინიკური გუნდის მიერ განახლდა და დაინერგა კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ქსელური სტანდარტები;

„ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, გუნდთან ერთად ზრუნავს შექმნას ქვეყანაში და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის ჯანდაცვის სერვისები. დღევანდელი შედეგი და დანერგილი ყველა უმაღლესი ხარისხის სტანდარტი ემსახურება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. გუნდური და დაუღალავი მუშაობის შედეგია დღევანდელი აღიარებაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ მონიჭებული აკრედიტაციით დასტურდება. აღსანიშნავია რომ, „ჯეო ჰოსპიტალსმა“ KTQ აკრედიტაციის პროცესის პარალელურად წარმატებით გაიარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და ISO-9001 სერტიფიკატი მოიპოვა. მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც ეს შედეგი დადო და ერთგულ ჯარისკაცებად რჩებიან შეუქცევადი პროგრესის პროცესში“, - აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვასაძემ.

კომპანია (KTQ) „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობისა და ხარისხისთვის“ სერტიფიკატის მიღება ნიშნავს მდგრად განვითარებას, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადამიანური რესურსების განათლების მაღალ დონეს, ინტეგრირების მაღალ ხარისხს პარტნიორ ევროპულ სამედიცინო ცენტრებთან.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელისთვის მინიჭებული საერთაშორისო სერტიფიკატი აერთიანებს და აღიარებს ქსელში დანერგილ და მოქმედ ღირებულებებს:

პაციენტზე ორიენტაცია, უსაფრთხოება, მართვა/ხელმძღვანელობა, თანამშრომლებზე ორიენტაცია, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხარისხი და კლინიკური რისკის მართვა.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელმაც სრული სამედიცინო სერვისების განვითარებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით რეგიონის მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ პროფესიონალთა გუნდი 24/7 ზრუნავს #თქვენიჯანმრთელობისთვის.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის