შალვა პაპუაშვილი - ამერიკულ „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ - თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს კანონი ამერიკაში

ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ს საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ ჩვენს კანონმდებლობას ჩავხედოთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან შეძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში.

„როგორც იცით, ჩვენ ორი თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, რომელიც, როგორც ხედავთ, მთლიანად მსოფლიოსთვის არის გამოწვევა. ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ს საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის სიგნალი იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენს კანონმდებლობას ჩავხედოთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან შეძლოს.

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე იყენებდნენ, რომელიც მათ შორის, ფუძნდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას, იქნებოდა ეს არაკომერციული ორგანიზაციები, თუ მედიასაშუალებები. თქვენ ნახეთ, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ცნობილი მედიასაშუალებებიც კი აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან ყოფილა დაფინანსებული და აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად: „პოლიტიკო“ ან სხვა გამოცემა, რომელიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდათ ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად, თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამიტომ ამ სკანდალურმა მხილებებმა, რა თქმა უნდა, გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი ორი თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ კანონპროექტებს და ამის საჯარო განხილვა გვექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ ამერიკაში არსებული „ფარას“ კანონი ზუსტი თარგმანით საქართველოში გადმოიტანონ.

„რაც შეეხება „ფარას“, თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი გარემო შეექმნათ. მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია გამჭვირვალობის იდეის მოეხდინათ. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ - აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა, სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ა.შ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს