მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - ჩემი დასანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ - სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოახდენს

ჩემი დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ - სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, - ასე მიმართა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანაშვილს, რომელმაც სხდომაზე აღნიშნული მოსამართლის აცილება მოითხოვა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ლელა ცაგარეიშვილი სანქცირებულ მოსამართლეთა სიაშია.

შესაბამისი შუამდგომლობა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულ რევაზ კიკნაძის სასამართლო პროცესზე გაკეთა, რომელსაც შსს 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ადვოკატმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის აცილება ორი მიზეზით მოითხოვა: პირველი, მოსამართლე არის სანქცირებული, მეორე - საქმის მასალები დროულად არ გადასცა, მას როგორც დაცვის მხარეს.

საკუთარი თავის, როგორც მოსამართლის აცილების შუამდგომლობა ლელა ცაგარეიშვილმა არ დააკმაყოფილა. როგორც მან ადვოკატს სხდომაზე განუმარტა, მას დაცვის უფლება და მასალებთან წვდომის უფლება არ შეზღუდვია. რაც შეეხება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, რომელთა შორის თავადაც არის, ცაგარეიშვილმა ადვოკატს ასე უპასუხა:

„მოცემულ შემთხვევაში სანქცირების საკითხი მოსამართლის, კონკრეტულად ჩემი დასანქცირება, რის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ, წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა“, - განაცხადა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში