გელა ხასაია - მოსამართლე ნინო ენუქიძე შსს-ს წარმომადგენელს ტკბილი ხმით უსვამდა კითხვებს და ადასტურებდა, რომ მის მხარეს იყო - პოლიციელი, რომელმაც ჩემს საქმეზე ჩვენება მისცა, პირველად ვნახე - 21 თებერვალსაც გაგრძელდება ეს კომედია

მოსამართლე ნინო ენუქიძე შსს-ს წარმომადგენელს ტკბილი ხმით უსვამდა შეკითხვებს და რა თქმა უნდა, ადასტურებდა იმას, რომ იყო შსს-ს მხარეს. 21 თებერვალსაც გაგრძელდება ეს კომედია, ცოტა ხარისხიანი კომედია რომ იყოს, მართლა გაგვიხარდება 21 თებერვალს მოსვლა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილების” წევრმა გელა ხასაიამ ჟურნალისტებს სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელსაც შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

მისი თქმით, პოლიციელი, რომელმაც მის საქმეზე დღეს ჩვენება მისცა, საერთოდაც პირველად ნახა.

„იმედზე“ გიორგი გაბუნია რომ ჰყავთ, იუმორისტული გადაცემა რომ აქვს „ღამის შოუ“ - ასეთი ბანძი რაღაც ხდებოდა შიგნით. ისეთ სიგიჟეებს ამბობდნენ, მართლა შოკში ვიყავი. ვიღაც დამკავებელი პოლიციელი შემოვიდა, რომელიც საერთოდ პირველად ვნახე. მეუბნებოდა, მე მოგიწოდე, რომ უკან გადასულიყავიო. რომ ვკითხე, სად უკან-მეთქი, რადგან ჩემს უკან ტროტუარი არ იყო, მითხრა - არ მახსოვს, იქ რა იყო, მაგრამ უნდა გადასულიყავიო. ანუ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო ჩიხი და გადავვარდნილიყავი. მსგავს სიგიჟეებს ვუსმენდით. მოსამართლე, რა თქმა უნდა, მას ტკბილი ხმით უსვამდა შეკითხვებს და, რა თქმა უნდა, ადასტურებდა იმას, რომ იყო შსს-ს მხარეს. პროცესი გადაიდო 21 თებერვლამდე. 21 თებერვალსაც გაგრძელდება ეს კომედია, ცოტა ხარისხიანი კომედია რომ იყოს, მართლა გაგვიხარდება 21 თებერვალსაც მოსვლა, მაგრამ ამ ადამიანებს, არც სამართალი, არც იუმორი, არც ღირსება აქვთ და ერთმანეთში ლაპარაკობენ იმას, რომ სიგიჟეები, რაზეც საუბრობენ, სხვებსაც დააჯერონ”, - განაცხადა გელა ხასაიამ.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს “დროას” ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის შემდეგ დააკავეს “კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და მასთან ერთად, გელა ხასაია. ხასაია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა