საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში პარტნიორ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა მურვანიძის თქმით, Erasmus+ ReGrow სამწლიანია და გახსნის ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების ეტაპები და მისი ძირითად მიზნები განიხილეს.

„პროექტი ReGrow მიზნად ისახავს ზუსტი მიწათმოქმედების (Precision Agriculture) სამაგისტრო პროგრამის შექმნის გზით საქართველოსა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას. პროექტი აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება მდგრად პრაქტიკებს, მოწინავე ტექნოლოგიებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. მისი მიზანია, რომ უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და აგრარული სექტორის პროფესიონალებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ReGrow-ის სამაგისტრო პროგრამის ჩარჩო (MSc Curriculum Framework), რომელიც დაეფუძნება დეტალურ კვლევას, გაანალიზებს თანამედროვე ტენდენციებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და არსებული განათლების ხარვეზებს. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისა და ტრენერების გადამზადებას, რათა მათი ცოდნა და უნარები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს“, - აცხადებს თეა მურვანიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს