საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.

როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს მას 4 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, ბრალი უსამართლოა.

“ზოგადად, ეს არის სისტემური დაშინების მცდელობა შსს-სგან და ამ რეჟიმისგან, მაგრამ ამით იმ ხალხს, ვინც აპროტესტებს რეჟიმის უკანონობას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ნამდვილად ვერ დაგვაშინებენ. ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფაბრიკაცია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომელსაც სისტემური სახე აქვს”, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე