საქართველოში დანიის ელჩი - დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ

დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე, არასაჭირო წინა სასამართლომდე დაკავებებზე და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”, - წერს სორენსენი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა