თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც მის დაკავებას აქციებში მონაწილეობას უკავშირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე აცხადებს, ჩეჩინის დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა, მხარეს კი ნეიტრალურ მოწმედ თარჯიმანი ჰყავს წარმოდგენილი, რაც მისივე თქმით, კანონდარღვევაა.

ჩხეიძის განმარტებით, ჩეჩინს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა აქვს მოგებული.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის გამოდიოდა ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, თუმცა ომის დაწყებიდან სამ თვეში, თავისი უსაფრთხოებისთვის დატოვა რუსეთის ფედერაცია და ჩამოვიდა საქართველოში. დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაინახა მსგავსება საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს შორის და ჩაერთო აქციებში. ის მონაწილეობას იღებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში და შემდეგ, უკვე არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში", - განაცხადა ჩხეიძემ.

საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ჩეჩინმა ნარკოტიკული საშუალება „ალფაპევეპე“ - 4 გრამი უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა თბილისში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მიმდებარედ.

ჭიტაძის თქმითვე, ნარკოტიკი ჩეჩინის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

პროკურორის თქმითვე, საქმეზე დაიკითხება გამომძიებელი და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის თარჯიმანი. ასევე გამოიკვლევენ ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს.

ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესს ნორვეგიისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს