სასამართლომ გიორგი ქადაგიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული გიორგი ქადაგიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

გიორგი ქადაგიძეს ენუქიძემ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, "თუ როგორ არღვევენ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ წესრიგს".

“მსვლელობის პარალელურად ადგილზე იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ გადაადგილების უსაფრთხოებას. მსვლელობის მონაწილეებს გამოეყოთ ზოლი, სადაც უნდა ემოძრავათ და ამ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას ბატონი გიორგი(ქადაგიძე). ისინი გაცდნენ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს" და დაიწყეს შეურაცხყოფა. ჩვენს კადრებში ჩანს, როგორ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და რა უწმაწური სიტყვებით იგინებიან”, - განაცხადა შსს-ს იურისტმა.

გიორგი ქადაგიძის ადვოკატები კი სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ, რადგან მათი განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

"არც ერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია. უბრალოდ ცინიკურია, როცა შსს-ს წარმომადგენელი ურთავს მტკიცებულებად დისკს და ამტკიცებს, რომ მე ვარღვევ კანონს. საჩვენო მტკიცებულება აქვს გამოყენებული, ცინიზმის ხარისხზე მინდა გავაკეთო აქცენტი", - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე