დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხულ მეფეს, დავით აღმაშენებელს იხსენიებს.

ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ხანა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

8 თებერვალს კავკასიისა და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა მოხდა: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი,ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღეს“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა