ნიკა მელია - პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს - რუსთაველზე პროტესტის შენელება-შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით - უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს

პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს - რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, საზოგადოება ყოველდღე უნდა დადგეს ერთად და “რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნის დასახსნელად იბრძოლოს”.

“პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რუსთაველია დღეს აჯანყებული ხალხის სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანო ამ ქვეყანაში.

რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ - ვინც გარეთ ვართ.

ყოველდღე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნისა და მათ დასახსნელად.

შევხვდებით ხვალ რუსთაველზე!”,- წერს მელია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს