გიორგი ვაშაძე - ერთიანობით მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და ერთიანი სიით გვეძლევა შესაძლებლობა რეჟიმზე გამარჯვების

საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს, პარტიული ბრძოლების დრო არ არის და გამოსავალს ის მხოლოდ ერთიანობაში ხედავს.

ვაშაძის განმარტებით, ერთიანობა სამი მთავარი კომპონენტისგან - პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისგან უნდა შედგებოდეს.

„საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ!

ბევრი კითხვა ჩნდება, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია – ცალკეული, დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს ამ ქვეყანაში. სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს. პარტიული ბრძოლების დრო არ არის. გამოსავალს მე მხოლოდ ერთიანობაში ვხედავ.

ეს ერთიანობა უნდა შედგებოდეს სამი მთავარი კომპონენტისგან:

პოლიტიკური პარტიები – რომლებიც უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად;

საზოგადოება – რომელიც ამ ბრძოლის მთავარი ძალაა;

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ამ სამი კომპონენტის გარეშე ერთიანობა ვერ შედგება! ამ ერთობის გარეშე კი რთულად მესახება რეჟიმის დამარცხება მოკლე ვადაში.

თვითმარქვია რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტრირებას გიჟური და აგრესიული ქმედებებით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ რამეს ამტკიცებს – ის იზოლაციაშია და დღითიდღე სუსტდება. ყველა მისი ნაბიჯი არის მცდელობა, გადაფაროს თავისი სისუსტე და დაგვაჯეროს, რომ ძლიერი მხარეა. სინამდვილეში მათ მხარეს არის 500-მდე დაქირავებული მოძალადე, ფული და პროპაგანდის მანქანა. რეალური ძალა ხალხშია – სიმართლე და ჩვენი ქვეყნის განვითარების სურვილი!

რეჟიმი დგას ძალადობასა და დეზინფორმაციის მანქანაზე – ეს არის მისი ბოლო ბერკეტი! ჩვენ ვებრძვით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პროპაგანდისტულ სისტემას, რომელიც 12 წელია წარმატებულად მუშაობს და ცდილობს საზოგადოება დაშინებული, დეზორიენტირებული დატოვოს, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ორგანიზებული, კოორდინირებული, საერთო სტრატეგიით შევძლებთ, დავამსხვრიოთ მათი სიცრუე.

სრული გაერთიანება მოიცავს: ერთიან სტრატეგიულ შტაბს/დღე და ღამე ერთად მუშაობას; ერთად გადაწყვეტილების მიღებას; ერთიან სტრატეგიას საინფორმაციო ომის წინააღმდეგ; ერთიან და კოორდინირებულ საპროტესტო ქმედებებს; ერთად მუშაობას პოლიტპატიმრების დასახსნელად და უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანების დახმარებას.

ერთიანობით მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და ერთიანი სიით გვეძლევა შესაძლებლობა რეჟიმზე გამარჯვების.

ჩვენი ერთიანობის სურათის ჩვენება კიდევ უფრო გააძლიერებს პროტესტს და მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე.

თუ ვინმეს კითხვა აქვს – როგორ უნდა შედგეს ეს ერთიანობა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ! და არა იმაზე, რატომ ვერ უნდა შედგეს ეს გაერთიანება.

ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან პირისპირ კომუნიკაციით ამ საკითხზე ყველა რესურსი უკვე ამოვწურე.

დროა, ყველამ ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე და თუ არ ეთანხმება, შემოგვთავაზოს გამარჯვების უკეთესი გზა.

გამოსავალი ერთია – ერთიანობა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს!“,- წერს ვაშაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია