ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, 750-მდე თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა

მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, 750-მდე თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთის სამხედრო წარმოება, რომელიც ამგვარი ტერორის საშუალებას იძლევა, სამ ძირითად ფაქტორს ეყრდნობა: სანქციების გვერდის ავლის სქემებს, რომლის გარეშე რუსეთს არ ექნება მნიშვნელოვანი კომპონენტები; ნავთობის მაღალ ფასს, რომელიც სამართლიანად უნდა შემცირდეს და იმას, რომ ჩვენ არ გვაქს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და დრონების საკმარისი რაოდენობა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა მადლობელია ყველა პარტნიორის, რომლებიც აძლიერებენ სანქციებს, მაგრამ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის შესაძლებლობების შესამცირებლად მეტი გლობალური ძალისხმევაა საჭირო.

„გავაგრძელებთ ჩვენი რაკეტების და დრონების წარმოების გაფართოებას - ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ეს არის ინვესტიციების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვაში“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს