“ფედერალისტებმა” სადამფუძნებლო ყრილობა გამართა

“ფედერალისტებმა”სადამფუძნებლო ყრილობა გამართა. პარტიის ინფორმაციით, ეს რიგით მეორე ყრილობაა, რადგან „პარტიის პირველი წესდება აბსურდული ტექნიკური მიზეზებით რეესტრმა დაახარვეზა“.

„ამჯერად ქართული ოცნების ანალოგიური წესდება შეგვაქვს და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ მოტივი პოლიტიკურია”, - აღინიშნება პარტიის ინფორმაციაში.

ამავე ცნობებით, ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო.

ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია გიგა ბოკერია.

ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პოლიტსაბჭოს წევრებად კი ყრილობამ 22 კანდიდატი აირჩია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს