დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ევროპამ უნდა იკისროს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულებას, - ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით ტრამპი შეეცდება, უკრაინას სამხედრო დახმარების ხარჯები უკრაინასთან მის იშვიათ მინერალებზე, ბუნებრივ რესურსებზე, მათ ნავთობსა და გაზზე პარტნიორობით დაფაროს.

მაიკ უოლცმა ასევე განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა ევროპამ უნდა იკისროს.

„ომის დასრულების შემდეგ, ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ დაეუფლონ ამ კონფლიქტს. უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ის ნამდვილად ევროპელებთან იქნება“, - აღნიშნა უოლცმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს