პეტრე ცისკარიშვილი - USAID-ის ფულის დაახლოებით 95%-ს რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებდა, ამის მაგალითია თუნდაც მართლმსაჯულების ე.წ რეფორმა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში განხორციელდა

USAID-ის ფულის აბსოლუტურ უმრავლესობას, დაახლოებით 95%-ს რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებდა, ამის მაგალითი არის თუნდაც მართლმსაჯულების ე.წ რეფორმა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში განხორციელდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ შედგენილიყო დამოუკიდებელი და პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა, „მივიღეთ ბიძინა ივანიშვილზე ჩამოკიდებული სისტემა“.

„თქვენ რუბიოს განცხადებებს დიდად ყურადღებას ნუ მიაქცევთ. როგორმე ამერიკის შიდა პოლიტიკურ საკითხებში რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთში ჩამოყალიბდებიან და USAID-ის, ისევე როგორც ყველა სხვა დონორის დაფინანსება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება. USAID-ის ფულის აბსოლუტურ უმრავლესობას, დაახლოებით 95%-ს რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებდა, ამის მაგალითი არის თუნდაც მართლმსაჯულების ე.წ რეფორმა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში განხორციელდა. იმის მაგივრად, რომ შედგენილიყო დამოუკიდებელი და პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა, მივიღეთ ბიძინა ივანიშვილზე ჩამოკიდებული სისტემა. ასეთი რაღაცები ნამდვილად არ უნდა დაფინანსდეს დონორების ფულით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება