გიორგი ვაშაძე - შევთანხმდით, რომ ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან - შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი

შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან - ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში.

„შეხვედრას შევაფასებ პოზიტიურად. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც გინდათ პლატფორმა უწოდეთ და სადაც სისტემურად, ყოველკვირეულად, ან ორ კვირაში ერთხელ შევხვდებით და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ესაა. ვისაუბრეთ ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება. შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, მტკიცებულებების გამყალბებლები - ყველას გვაქვს ეს მონაცემები მოგროვებული. შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება, გადაადგილების შეზღუდვები დაისვას, თავისი მტკიცებულებებით. სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. მაგრამ ამ შეხვედრიდან პოზიტიურია ის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი. აქედან ვეუბნები კობახიძეს, მდინარაძეს, პროკურატურას - არ გიშველით ხალხო ეს ყალბი ძალის დემონსტრირებები, იმიტომ, რომ თქვენი დრო მძიმედ დასრულდება. ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა