ნიკა გვარამია - მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე - გვექნება წინადადებები და სია ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ

კარგია, რომ ასეთი ფორმატი [შეხვედრების] აღდგა. მსჯელობის ფორმატი ყველაზე მნიშვნელოვანია, ოღონდ სწრაფი, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმის , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, „გავცეთ პასუხი შეკითხვას - როგორ მივდივართ არჩევნებამდე და როგორი უნდა იყოს ის.

„მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი შეკითხვას - როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ა.შ. აქ აუცილებლად გვჭირდება პასუხები მოსახლეობასაც. გამხნევებაც გვჭირდება, მაგრამ ასევე, გზის დანახვაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით და იყო ასევე, პრეზიდენტიც. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმის.

ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე. სხვებიც არიან და იმედი მაქვს, რომ ჩამოვლენ. კოალიციიდან მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს, ხალხს ვიხილავ. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, ისე, ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ“,- აღნიშნა გვარამიამ.

მან ასევე ისაუბრა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ იქნება „ფართომასშტაბიანი აქციებიც“.

„ფართომასშტაბიანი აქციები იქნება. ეს არის ხალხის აქციები და ამას პოლიტიკოსები არ ვაორგანიზებთ. პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აქციებზე მყოფ ადამიანებს ჩვენი იმედი ჰქონდეთ. მათ შორის, იმაზე, რომ გზას გავკაფავთ იქ, სადაც შეგვიძლია სხვებზე უკეთ

ასევე, იმ აქციებზე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა ვიდგეთ“, - აღნიშნა გვარამიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა