სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლადო მაჭავარიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „რაც შეიძლება ეფექტურად მივიდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს ხმა“ დასავლელ პარტნიორებთან.

„მთავარი გზავნილები იქნება მიუნხენის კონფერენციის წინ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ხმა. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი შუამავალი. მას ესაუბრებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებამდე მივიდეს სწორი გზავნილები. ამიტომ, ძალიან კარგია ასეთი შეხვედრის ინიციატივა. უცხოელი პარტნიორები უფრო კარგად გაიგებენ თუ რა სურს და რა სიტუაციაშია დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ზოგადად, საქართველო და ჩვენი პროტესტი. ვფიქრობ, რომ არანაირი ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ იქიდანაც უფრო მეტი წნეხი იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, შიდა წნეხს ვახორციელებთ პროტესტით, თუმცა გარედანაც უნდა იყოს ეს წნეხი და ეს გზავნილი უნდა მივიდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებამდე“, - განაცხადა ლადო მაჭავარიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა