სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივიტანო გზავნილები, თუ რა ხდება დღეს საქართველოში - რომ დგას საშიშროება, რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი მარცხი დასავლეთისთვის

მნიშვნელოვანია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელთან მივიტანო გზავნილები, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, სადაც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმები, რომლებიც ახლა იქმნება, არის პირველი რეალური პოლიტიკური პროცესი და ეს არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდა.

„გავაგრძელე დღევანდელი შეხვედრები, კიდევ ორ სხვადასხვა პლატფორმას შევხვდი. ერთი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო - ეს იმ ადამიანებისგან შედგებოდა, ვინც დღეს დგანან ქუჩაში, ის აქტივისტები თუ ინდივიდუალური ჯგუფები, ვინც იყო ამის სათავეში, თუმცა აქ ვერ ვილაპარაკებთ, ვინ აორგანიზებდა, ეს არის ყველა ერთად და ასევე მათი გზავნილები მაინტერესებდა, მათი პრობლემები დღევანდელ დღეს რეპრესიული მანქანის წინაშე და მათი მზადყოფნა, რაც გამოხატეს იმისთვის, რომ ბოლომდე გააგრძელონ ეს ბრძოლა და მე ამ შემართებას ჩავიტან მიუნხენში, რადგან დღევანდელი შეხვედრების მიზანი ეს იყო, რომ ვიცოდე, ყველა შეხვედრის შემდეგ, რა არის ის მთავარი გზავნილები და მთავარი პრობლემები, რაც მე უნდა წავიღო მიუნხენში.

შემდგომ გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმასთან, სადაც ასევე საინტერესო საკითხები წამოიჭრა უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიტანო, მითუმეტეს, რომ ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოსი და მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, სადაც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის.

მე ვარ ძალიან დამუხტული ამ შეხვედრებით, ამდენი მოსაზრებითა და ამდენი გზავნილით. ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ამავდროულად ვარ ძალიან კმაყოფილი და ეს გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც იმით, რომ ეს პლატფორმები, რომლებიც იქმნება, არის პირველი რეალური პოლიტიკური პროცესი და ეს კოორდინაცია, რომელიც დაიწყო, ახლა ცოტა მეტად დავალაგებთ და რომ ჩამოვალ, გავაგრძელებთ ამ პროცესს. ეს არის ის პროცესი, რომელსაც, ალბათ, ყველა ელოდა და რომელიც, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, რომ გავაგრძელოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან