„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ

ბრიტანულ–ქართული აკადემიის სხვადასხვა თაობის მოსწავლეების მშობლებმა ერთობლივ განცხადებაში დაუჭირეს მხარი სკოლის დამფუძნებელს და დირექტორს ნათია ჯანაშიას, რომელმაც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უმაღლესი ავტორიტეტის და შედეგების სკოლა შექმნა.

მათი თქმით, ნათია ჯანაშიას წვლილი სკოლის წარმატებაში, ამ თემის ჩამოყალიბებაში არის განუზომლად დიდი. მისი ცოდნისა და ძალისხმევის გარეშე სკოლა ვერ იქნებოდა მიმზიდველი ვერც მშობლებისთვის და ვერც ინვესტორისთვის, რომელიც უკვე თვეებია ცდილობს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნათია ჯანაშიას ჩანაცვლებას საეჭვო კომპეტენციის და რეპუტაციის კადრით.

მოსწავლეების მშობლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ შვილებს აქვთ ორი ოჯახი - ოჯახი, სადაც მათ ზრდიან მშობლები და ბებია-ბაბუები და ოჯახი სკოლის სახით. მეორე ოჯახს, ანუ სკოლას, მშობლები ვირჩევთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად. ვარჩევთ სიფრთხილით, ვითვალისწინებთ კურსდამთავრებულების მიღწევებს, მასწავლებლების გამოცდილებასა და კვალიფიკაციას, ვაკვირდებით გარემოს, რათა დავრწმუნდეთ, ჩვენი შვილების ფიზიკურ და მენტალურ უსაფრთხოებაში, მათ კეთილსინდისიერ პიროვნებებად ჩამოყალიბების პერსპექტივაში.

ბრიტანულ-ქართული აკადემია, უკვე თითქმის ორი ათეული წელია (ამ წერილის ხელმომწერთა ნაწილს სკოლასთან თანამშრომლობის სწორედ ამ ხნის გამოცდილება გვაქვს), ჩვენი შვილებისთვის ერთ დიდ ოჯახად იქცა. სკოლა გახდა მათი წარმატების ტრამპლინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამ სკოლის კურსდამთავრებულებმა ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელეს სწავლა მაღალი მოსწრებით. ბევრმა მათგანმა, საკუთარი ცოდნით, მოახერხა სასწავლო გრანტის მოპოვება.

მაღალი აკადემიური ხარისხის გარდა, სკოლა ბავშვებს ზრდის ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და მოვალეობები, საკუთარი როლი ქვეყნისა და დემოკრატიის მშენებლობაში.

სკოლაში ბავშვები ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთის უფლებების დაცვას სწავლობენ, ეზიარებიან სამართლიანობის პრინციპებს, აფასებენ საკუთარ და სხვის თავისუფლებას, იზრდებიან სიკეთით და სიყვარულით გაჯერებულ გარემოში. ჩვენი შვილები იქ, სადაც უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კლასებია, არ სწავლობენ მხოლოდ საგნებს, ისინი ყალიბდებიან კარგ ადამიანებად. ეს კი მშობლებს გვაიძულებს, ჩვენი ქვეყნის რეალობაში საკმაოდ მაღალ გადასახადს შევეჭიდოთ, რათა შვილებს მივცეთ ევროპული სტანდარტის განათლება და შესაბამისად, - მომავალი.

ის, რაც მშობლებს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გვიზიდავს, რასაც ვაფასებთ და რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა. ორი ათეული წლის წინ, როცა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სკოლები არც კი არსებობდა, ბრიტანულ-ქართული აკადემია იყო ჩვენი შვილების ნათელი მომავლის კუნძული, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ძლიერ თემში გარდაიქმნა. ამ თემის წევრები, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ნათია ჯანაშიას წვლილი სკოლის წარმატებაში, ამ თემის ჩამოყალიბებაში არის განუზომლად დიდი. მისი ცოდნისა და ძალისხმევის გარეშე სკოლა ვერ იქნებოდა მიმზიდველი ვერც მშობლებისთვის და ვერც ინვესტორისთვის.

სწორედ ამიტომ, ამ წერილის ხელმომწერი მშობლები, ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ნათია ჯანაშიას და სკოლის ამჟამინდელ ადმინისტრაციას. არ გვსურს სასწავლო დაწესებულებაში ისეთი ცვლილებები განხორციელდეს, რაც ისედაც რთულ გარემოში, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი შვილების განვითარებას და მომავალს. ჩვენთვის ყველაზე ფასეული ჩვენი შვილების მენტალური და ფიზიკური სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, ამიტომ გთხოვთ, ნუ შეუშლით ხელს სკოლის გამართულ მუშაობას. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესით, რადგან სკოლა მათ ირგვლივ და მათ ინტერესებზე უნდა იყოს აგებული“, – ნათქვამია ბრიტანულ–ქართული აკადემიის მოსწავლეთა მშობლების ერთობლივ განცხადებაში.

(R)

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის