ჯო უილსონი კონგრესში - „ქართული ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს

პუტინისტური „ქართული ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "რეჟიმი" ქართველი ხალხის პროტესტს "უკანონო დაკავებებით და ძალადობით" პასუხობს.

“ოქტომბერში პუტინისტურმა, “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა.

რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს.

მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტი 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს.

რეჟიმმა შავი ზღვრის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმმა მკვლელები გამოაგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაკლავად.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მამაცად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”, - განაცხადა უილსონმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა