ირაკლი აბესაძე გიგი უგულავას დაჯარიმებაზე - სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი - ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა

სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი - ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა, - ასე აფასებს ადვოკატი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ირაკლი აბესაძის თქმით, მოსამართლე ზვიად ცეკვავა არის „ივანიშვილის ახირების ასრულების შემკვრელი რგოლი“.

„სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი. შსს-მ არ იცის, 17 იანვარს, რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციას. შსს-მ არ იცის, რამდენი ადამიანი ეტევა პარლამენტის წინ ადგილზე. შსს-მ არ იცის, როდის მივიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი აქციაზე. შსს-მ არ იცის, უკვე გადაკეტილ გზაზე გადავიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი, თუ თავად გადაკეტა გზა. შსს-მ თავად არ მიიღო არანაირი ზომა, რომ გზა გაეხსნა და ვიცით, როგორ მოქმედებს შსს, როცა კანონი ირღვევა. მიუხედავად ამისა, ასეულობით ადამიანი სურთ გამოაცხადონ სამართალდამრღვევად და გამოუწერონ 5 000 ლარიანი ჯარიმა ისევე, როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა. რადგანაც სამართლებრივი მტკიცებულებები და არგუმენტები არ არის ცალსახად, რა თქმა უნდა, ისედაც ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა. ის არის მნიშვნელოვანი რგოლი და მთავარი შემკვრელი რგოლი ივანიშვილის ახირების ასრულებისა, რომ ადამიანების საპროტესტო აქციები ჩახშობილი იქნეს დანაშაულების, ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებების ფასად. მათ შორის, ამ ძალადობაში იგულისხმება სამართლებრივი ძალადობა, ისეთი, როგორიც დღეს ვიხილეთ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე