პროკურორი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის მტკიცებულებაზე - დადგინდა, რომ ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ბევრი მონტაჟის კვალია - დაიკითხება ექსპერტიც

ძალიან მარტივად დადგინდა შემდეგი რამ, რომ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ძალიან ბევრი მონტაჟის კვალი დგინდება, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნაზე.

მიხეილ სადრაძის თქმით, დაიკითხება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ის ექსპერტი, რომელმაც ჩანაწერზე დასკვნა დადო.

პროკურორმა მედიასთან ექსპერტის ვინაობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ „რა მნიშვნელობა აქვს“.

„პროცესზე გამოკვლეულ იქნა ყველა წერილობითი და ელექტრონული ინფორმაცია, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს. მის საბოლოო შეფასებას, ბუნებრივი, დასკვნით სიტყვაში წარმოვადგენ. ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის არაკეთილსინდისიერებას, სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, რაც მას ოფიციალურ ურთიერთობაში აქვს დაფიქსირებული, წერილობითი ფორმით და საბოლოო ჯამში, მის დამნაშავეობას ადასტურებს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, დასკვნა ძალიან მარტივად დაეფუძნა, როგორც არსებულ საკვლევ მასალას, ასევე გამოყენებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფა. ძალიან მარტივად დადგინდა შემდეგი რამ, რომ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ძალიან ბევრი მონტაჟის კვალი დგინდება. გავიმეორებ, ზოგადად მსგავსი შეფასებები ეფუძნება არა კონკრეტულად ექსპერტის შეფასებას, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც იმას ნიშნავს, რომ ემპირიული მასალის საფუძველზე ხდება მსგავსი საკითხების დადგენა”, - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს