სალომე ზურაბიშვილი ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრას მართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ივა ჭყონიამ განაცხადა, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილთან საუბარი იქნება იმ „პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“.

„პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკური კრიზისი ერთი კომპონენტისგან ნამდვილად არ შედგება. აქ არის ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება ერთიანად იფეთქოს. მეც ვაღიარებ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება სხვადასხვა დარგისა და სფეროს წარმომადგენლებთან. ჩვენ მივაწვდით იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. როდესაც შენ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს აყენებ შენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის აშშ, ევროპა და აბსოლუტურად ცივილიზებულ სამყაროს სცილდები, არ ვიცი, რის ანაბარა რჩები. ზოგადად, როდესაც 6-მილიარდიან ხელშეკრულებაზე, მემორანდუმზეა საუბარი, უნდა გავიაზროთ, რომ მემორანდუმი არაფრის მთქმელი არაა. არაერთი მემორანდუმი ყოფილა დადებული, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ ვიღაცისთვის თვალები დაებინდათ. ამიტომ, შეიძლება გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე, თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა. ამიტომ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ძალიან მალე ჰქონდეს, სწორად უნდა აიხსნას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

ბოლო პერიოდში ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, დაახლოებით მილიარდ ნახევარი დახმარება არჩევნების შემდეგ უკვე დაკარგული გვაქვს. როდესაც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ხარ უცხოურ ვალუტაზე იმიტომ, რომ შენთან ძირითადად არის იმპორტირებული პროდუქტი და აქ ნაწარმოებ პროდუქციასაც კი იმპორტირებული ნედლეული სჭირდება, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას“,- განაცხადა ჭყონიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო