იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე - თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე - ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ფაქტის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს.

„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს.

მრავალ წარმატებას ვუსურვებ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და “ქართული ოცნების” ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი.

ვარ „ქართული ოცნების” გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!”-წერს ერეკლე ღვინიანიძე.

ცნობისთვის, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა 10 თებერვალს დატოვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს