სალომე ზურაბიშვილი აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებს ხვდება.

როგორც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს „ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ძალიან დიდი როლი აქვს“.

„ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან დიდია ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. მისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ძალიან ბევრს მუშაობს ქვეყნისთვის, ახალი არჩევნებისთვის და რაც მთავარია, პოლიტპატიმრებისთვის. ის ჩვენ გვიდგას გვერდით და ჩვენ მას დავუდგებით. როდესაც ჩვენ ელჩებს შევხვდით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, ყველა ძალიან გულმოდგინედ გვისმენდა. მათ თვალებშიც კი შევატყვე თანადგომა და შეწუხება. ერთადერთი იტალიის ელჩს მივმართე მწვავე კითხვებით: ცხოვრობს თუ არა ის საქართველოში, უყურებს თუ არა რა ხდება გარშემო. არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩახუტებული ფოტო, ჩემთვის და ყველა მშობლისთვისაც ამორალური იყო. ეს ყველაფერი პირადად ვუთხარი. დანარჩენი ელჩები მართლაც ძალიან შეწუხებულები იყვნენ. მგონი, ამ შეხვედრამ გამოიღო რაღაც შედეგი. დარწმუნებული ვარ ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. ძალიან მჯერა და მიუნხენში აუცილებლად გაჟღერდება მწვავედ“,- აღნიშნა მან.

შეხვედრას ასევე, ესწრება ერთ-ერთი დაკავებულის, საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძეც, რომლის თქმითაც, წარმატებაში სალომე ზურაბიშვილის დიდი როლი აქვს.

„ძალიან მინდა, რომ გავიდეს ეს ინფორმაცია, რაც გუშინ საბამ თავისი წამების შესახებ მოყვა. უმძიმესი რამ მოვისმინეთ და ჩემთვის პირადად დამანგრეველი იყო. ამ ფაქტმა წამაქცია გუშინ, მაგრამ მაინც მხნედ ვიქნები ამათ ჯინაზე, მაინც კარგად ვიქნები. აუცილებლად აგებს სულ ყველა პასუხს კანონის წინაშე, ეს გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ისევ თქვენი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა და სრულად საქართველოს დახმარებით, ვინც ასე გვიდგას გვერდით. ჩვენი შვილებიც იბრძვიან ჩვენი კარგი მომავლისთვის. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას და ამაში სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ცეცხლი ოლიგარქიას!“,- განაცხადა ელენე ახობაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამართა შეხვედრა ფინანსისტებთან და ეკონომისტებთან, ხოლო 20:00 საათზე დაგეგმილია მორიგი შეხვედრა საჯარო მოხელეებთან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა