სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური იზოლაცია გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში - უნდა მოვნახოთ გზები, როგორ დავხვდეთ კრიზისს, რომ ქვეყანა არ ჩაიძიროს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად

პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც „ქართული „ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება უფრო ღრმა კრიზისი მოჰყვეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე პასუხი, მას შემდეგ, რაც ახალი არჩევნები დაინიშნება და ქვეყანას ახალი ხელისუფლება ეყოლება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან. მივიღე მათი ანალიზი იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც დღეს სუფევს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც „ქართული „ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება უფრო ღრმა კრიზისი მოჰყვეს. ძალიან ძნელი სათქმელია, დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ეს არის გამოწვევა მთლიანად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენ თვალებში უნდა შევხედოთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, როგორ დავხვდეთ კრიზისს, თუ მართლა გაღრმავდა. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს კრიზისი მოჰყვება პირდაპირ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ჩაკეტვას და არა ოპოზიციას თუ ქუჩის პროტესტს, რისი პროპაგანდის მცდელობაც იქნება.

უნდა მოვნახოთ გზები, რა უნდა გაკეთდეს დღეს. იყო საუბარი ფონდის შექმნაზე, რომელიც იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე აქამდე რაც იყო. დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იარაღი ხალხის წინააღმდეგ არის უაზრო ჯარიმები და მას უნდა დავუპირისპიროთ სოლიდარობა. ამაზე არის მსჯელობა და უთუოდ მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მეორეს მხრივ, ასევე, უნდა ვიფიქროთ ცოტა უფრო შორს, რა უნდა გაკეთდეს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა უნდა იყოს მთავარი და პირველი პასუხი, რომ ეს ქვეყანა არ ჩაიძიროს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მე არ ვიცი, ვინ ჩანიშნავს და როგორ ჩაინიშნება, მაგრამ მე რომ მჯერა ახალი არჩევნების, ამაში ორი აზრი არ არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო