სალომე ზურაბიშვილი - თავისუფლებისთვის მებრძოლებს ვპირდები, როგორც კი ჩატარდება არჩევნები და ახალი ხელისუფლება იქნება, მათ დაუწესდებათ შეღავათები - ასევე, ყველამ უნდა იცოდეს, არავინ დარჩება დაუსჯელი, როდესაც მოსახლეობის წინააღმდეგ მიდის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აქციების დროს დაკავებულებს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ოჯახებს, ასევე საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, დაუწესდება შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც ზურაბიშვილმა აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ახალი ფონდის დაარსებას, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ფიგურების მიერ მართული.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის აზრით, დაკავებული პირები არიან "თავისუფლებისთვის მებრძოლები" და სწორედ ამ სახელით უნდა გაიცნოს ისინი საერთაშორისო საზოგადოებამ.

“დროა, ამ ადამიანებს დავარქვათ სახელი, ისინი არ არიან პოლიტიკური პატიმრები, რადგან არ არიან არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა იმ გაგებით, რომ შეიძლება პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. ეს არის სახელმწიფოსთვის ბრძოლა და ეროვნული ბრძოლა. ასევე დასახელება “სინდისის პატიმრები” ბოლომდე ვერ ასახავს. მგონია, რომ ძალიან სწორი სახელი იქნება, რომ დავარქვათ “თავისუფლებისთვის მებრძოლები” - Freedom fighters. თუ დამეთანხმებით, ამ სახელწოდებით უნდა გავიტანოთ მათი სახელი საზღვარგარეთ, პირველ რიგში, მიუნხენის კონფერენციაში, სადაც მე ვიქნები. ასევე ინტერვიუებში, რომელიც ბევრი მექნება და ამით გავაცნო ეს ადამიანები საზღვარგარეთ, რომ გაიგონ რაში არის მათი ბრძოლა. ეს ბრძოლა, მართლაც არის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მომავლისთვის.

მებრძოლებს მინდა დავპირდე, რომ როგორც კი ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეს შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ვამბობ, რისთვის მჭირდება სხვების თანხმობა, ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ომის ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი.

“ქართულო ოცნება”, რომელიც მშვიდობას გვპირდებოდა, თავის მოსახლეობას გამოუცხადა ომი და ვართ ომში. ესენი არიან ჩვენი “ახალგაზრდა ვეტერანები”, მაგრამ მართლა უნდა მივხედოთ მათ. ზოგს დავუწესოთ სტიპენდია, ვის მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურში დაბრუნება თუ შესვლა და ა.შ. ვიფიქრებთ რა ტიპის შეღავათები უნდა იყოს. ეს იქნება სოლიდარობის გამოცხადება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრისთვის. ეს არის მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ახალი ფონდის დაარსებას, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ფიგურების მიერ მართული, უფრო იქნება საზოგადოების მიერ მართული. საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ იყოს ერთი დიდი საზოგადოების ამსახველი ფონდი, რომელიც დაეხმარება პატიმრების და თავისუფლებისთვის მებრძოლ ოჯახებს. ასევე დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დაჯარიმებულები არიან, ან დაჯარიმდებიან, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს საჯარო სექტორში არიან დასჯილები, დაკარგეს თავიანთი სამსახური, რადგან პროტესტი გამოხატეს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა “ტიტუშკა” , რომელიც იქნება ამოცნობილი, იქნებიან დასჯილები, პირველ რიგში, საზოგადოების მიერ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც “თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდის”.

“ყველა “ტიტუშკა”, რომელიც იქნება ამოცნობილი, იქნება დასჯილები, პირველ რიგში, საზოგადოების მიერ, როდესაც მათი ვინაობა ყველასთვის იქნება ცნობილი. შავი წერტილი და ნიშანი, რომელიც დაგედება, შეიძლება მთელი ცხოვრება ატარო. ასევე სანქციების სია უნდა გაიზარდოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი, როდესაც თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის