„პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მარშის“ მონაწილეები პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ - მანამდე მოქალაქეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

მოქალაქეებმა ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილე რუსთაველის გამზირზე მსვლელობით აღნიშნეს.

მოქალაქეები ასევე შეჩერდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძეს 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოუყო. საიუბილეო მსვლელობით კი ისინი პაატა ბურჭულაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

პაატა ბურჭულაძემ მარშში მონაწილე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

“თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს - ეს აუცილებელია, ამას უნდა მივაღწიოთ სასწრაფოდ! თავისუფლება მოშიმშილე მზია ამაღლობელს - მზია, ჩვენ თქვენთან ვართ, ყველანი თქვენთან ვართ, ქალბატონო მზია.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა - მე არ მოველოდი, რომ სიტყვა მელოდიაზე ლამაზი გამხდარიყო. მე აქ, რუსთაველზე ვიგრძენი, რომ სიტყვა, ლაპარაკი და მოწოდება არის მელოდიაზე უფრო მდიდარი და უფრო ლამაზი“, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა