აშშ-ის თავდაცვის მდივანი - აშშ-ის მცდელობები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ღალატი არ არის

აშშ-ის მცდელობები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ღალატი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წინაშე „წარმოუდგენელი ვალდებულება" აიღო და რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს აშშ-ზე მეტი ვალდებულება უკრაინის მიმართ.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც მშვიდობის დასამყარებლად მხარეების მოწვევა შეუძლია.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მხარეები ერთად მოიწვიოს მშვიდობის დასამყარებლად“, -აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს