ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ზაქარია ქიტიაშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - მას კიდევ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ზაქარია ქიტიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით ქიტიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლო პროცესზე შსს ქიტიაშვილის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. თავად ქიტიაშვილმა განმარტა, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და გზის სავალ ნაწილზე, მაშინ გადავიდა, როცა ხალხმა ის გადაკეტა და პოლიციაც წავიდა. მისივე განმარტებით, სამართალდამცავებს რაიმე სახის მოწოდება არ გაუკეთებიათ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხის არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს, თუმცა, ამის შეფასების კრიტერიუმი არსად განმარტებული არ არის.

ქიტიაშვილის თქმით, ის აქციაზე ხშირად დადის და პოლიციელების გაფრთხილებას ითვალისწინებს. „როცა უკვე თვლიან, რომ ბევრნი ვართ, თვითონ კეტავენ გზას, ტრიალდებიან და მიდიან",- განაცხადა ქიტიაშვილმა.

როგორც ქიტიაშვილის ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, სასამართლოდან გასვლისთანავე, ქიტიაშვილს გზაში ზარი დააწიეს და უთხრეს, რომ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და სასამართლოში კიდევ ერთ პროცესზე მოუწევს მისვლა. როგორც ირკვევა, ქიტიაშვილს გზის გადაკეტვას 28 იანვარსაც ედავებიან.

ზაქარია ქიტიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ ის 21 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა