მოწმე პატრულ-ინსპექტორი - ანატოლი გიგაურმა ხელი დაარტყა ჩემს თანამშრომელს - ვახტანგ გაბუნიას სამხრე კამერა ჩართული ჰქონდა, რომელიც დაკარგა და ამის შესახებ მეორე დღეს გავიგე

პატრულ-ინსპექტორ გაიოზ ეფრემიძის ჩვენებით, მან დაინახა, თუ როგორ დაარტყა ანატოლი გიგაურმა მის მეწყვილე ვახტანგ გაბუნიას სახის არეში მარჯვენა ხელი.

როგორც მოწმე პოლიციელმა აღნიშნა, მან ბრალდებულის ქმედება 3-4 მეტრის მანძილიდან დაინახა. რაც შეეხება სამხრე კამერას, როგორც ეფრემიძემ განმარტა, ის მისმა მეწყვილემ დაკარგა, რის თაობაზეც, მან მეორე დღეს თანამშრომლისგან გაიგო.

„ხალხის მასა მოდიოდა, რომელსაც წინ რამდენიმე მანქანა მოჰყვებოდა, განვუმარტეთ, რომ უსაფრთხოების გამო, მანქანას არ უნდა ემოძრავა. რაციაზე დაიძახა ჩემმა მეწყვილემ ვახტანგ გაბუნიამ რომ დახმარება ესაჭიროებოდა, მერე ავირიეთ, ერთად არ ვიდექით. მოქალაქემ ხელი დაარტყა ჩემს თანამშრომელს, მარჯვენა ხელი შემოარტყა სახის არეში.

როცა სიტუაცია გამწვავდა, მაშინ მოხდა, შორიახლოს ვიყავი და ვხედავდი, რაც მოხდა“, - განაცხადა ეფრემიძემ.

პროკურორის კითხვაზე, ვახტანგ გაბუნიას მხრიდან რამე ქმედება თუ დაინახა, პოლიციელმა უპასუხა, რომ „არაფერი დაუნახავს“.

ეფრემიძის თქმით, მან ფოტოსურათზე ამოიცნო ბრალდებული.

ადვოკატის კითხვაზე, ამ ფაქტამდე პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას მხრიდან რამე ძალადობრივი მოქმედება, ვინმეს მხრიდან ხელის დარტყმა ხომ არ დაუნახავს, სამართალდამცავმა უარყოფითი პასუხი გასცა.

მოწმეს კითხვით მიმართა ანატოლი გიგაურმაც. კერძოდ, ბრალდებულმა მას ჰკითხა, გაიგო თუ არა, როგორ უყვიროდა ის პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას, თუ რატომ დაარტყა ხელი. პოლიციელმა აღნიშნულს უარყოფითი პასუხი გასცა.

ადვოკატმა პატრულ-ინსპექტორ გაიოზ ეფრემიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მის მეწყვილე ვახტანგ გაბუნიას სამხრე კამერა ჩართული.

„დიახ, სამხრე კამერა ჩართული ჰქონდა, რომელიც დაკარგა... მეორე დღეს გავიგე თანამშრომლისგან", - განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, ბრალდებული ანატოლი გიგაური აცხადებს, რომ მასზე თავდაპირველად თავად დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ იძალადა, რის შემდეგაც მოხდა მისი მხრიდან ხელის დარტყმა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს