„თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სასამართლოს აკისრია.

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, სასამართლო უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს და არა სამართალდამრღვევების.

“უზენაეს სასამართლოსთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სასამართლო არის ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ამოცანაა ქვეყანაში სამართლიანობის დაცვა, ამასთან ის ძალაუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოა, რომელმაც უნდა დააბალანსოს ხელისუფლება და უკარნახოს მას სამართლიანი წესები. სასამართლო ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი ჰქონდა, ამას არ აკეთებს. სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია დაასრულოს ის ტერორი და რეპრესიები, რაც დღეს ქვეყანაშია და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. ამას სასამართლო არ აკეთებს. აქ მოვედით იმისთვის, რომ მათი როლი აღვნიშნოთ იმ ყველაფერში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რომ მათაც ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გვინდა მოვუწოდოთ მათ, რომ თავიანთი როლი შეასრულონ. შეასრულონ ფუნქცია, რასაც სასამართლო რეალურად უნდა ასრულებდეს - იცავდეს ადამიანის უფლებებს და არა სამართალდამრღვევებს”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “იბრძოლე ბოლომდე, სანამ გვიანი არ არის”, “არა უსამართლობას!” “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.

სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ, შეკრებილები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები უკვე 78-ე დღეა იკრიბებიან.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა