ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე საფარს დაარტყა, რომელიც მსოფლიოს განადგურებული ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს

რუსული თავდასხმის დრონმა, ძლიერი ფეთქებადი ქობინით, წუხელ დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს საფარი უკრაინამ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან ერთად ააშენა - „მათთან, ვისაც სურს ხალხის რეალური უსაფრთხოება“.

„ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც თავს ესხმის ამგვარ ობიექტებს, ახორციელებს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიის ოკუპაცია და აწარმოებს ომს ყოველგვარი შედეგების გათვალისწინების გარეშე, არის დღევანდელი რუსეთი და ეს არის ტერორისტული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დრონმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე საფარი დააზიანა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ამ დროისთვის რადიაციის დონე არ გაზრდილა და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს