ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს. სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, - აცხადებენ საია-ში.

ამასთან, როგორც საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურამ და სასამართლომ 2 ე.წ. საფუძველს დააყრდნო: „მზია მოწმეებზე გავლენას მოახდენდა; მზიამ სილის გაწვნამდე ადმინისტრაციული "სამართალდარღვევა ჩაიდინა და კიდევ შეიძლება იგივე გაემეორებინა“.

„ამ ეტაპზე გამოძიებამ უკვე გამოკითხვა ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც უნდოდა - 4 პოლიციელი. პოლიციელებზე გავლენის მოხდენა მზიას თეორიულადაც კი არ შეეძლო, თუმცა, თუ დავუშვებდით, რომ შეეძლო, ეს ე.წ. საფრთხეც აღარ არსებობს, ყველა უკვე დაკითხულია.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს - მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამაზე ოქმიც კი არ არის ამ დრომდე შედგენილი. არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თან გაყალბებული მონაცემების შემცველია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს შუამდგომლობა არ დაუშვა განსახილველადაც კი და მზია პატიმრობაში დატოვა“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე 13 თებერვალს მიმართეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. აღნიშნულ ფაქტზე ის პოლიციელზე ძალადობის მუხლით დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების მომენტიდან - 34-ე დღეა შიმშილობს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს