ბადრი ჯაფარიძე - რასაც “ქართული ოცნება” აპირებს, ეს არის განზრახული მცდელობა, რომ საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩეს - წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდება მშვიდობიანად, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება

რასაც “ქართული ოცნება” აპირებს, ეს არის განზრახული მცდელობა, რომ საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩეს - წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდება მშვიდობიანად, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, რათა ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არ შეეგუება.

“ქართველი ხალხის რეაქცია იმაზე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა, ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არ შეეგუება. ასევე, არ შეეგუება ევროპული პერსპექტივის დაკარგვას. რასაც “ქართული ოცნება” აპირებს, ეს არის განზრახული მცდელობა, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის მიღმა. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება. წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდება მშვიდობიანად, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, რათა ამ კრიზისიდან გამოვიდეთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის