სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.

ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„შევხვდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.

ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული კრიზისიდან“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია