ბათუმის საქალაქო სასამართლოში ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლის სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, ელენე ხოშტარიას უფლება აქვს სასამართლო პროცესს არ დაესწროს, თუმცა მას გადაეგზავნება საქმის მასალები.

„მოსამართლის თანაშემწე ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა, სხდომას რომ დასწრებოდა, მაგრამ უარი განაცხადა. არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, სამართალდარღვევის ოქმზე ხელი არ არის მოწერილი, დღევანდელ სხდომაზე საკითხების განხილვას ვერ გავაგრძელებთ, ქალბატონ ელენეს გაეგზავნოს საქმის მასალები სრულად, შემდგომ სხდომაზე თუ არ გამოცხადდება ეს მისი უფლებაა, სასამართლო მტკიცებულებებს გადაუგზავნის“, - აღნიშნა მოსამართლემ.

ელენე ხოშტარიას გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით - 173-ე და 174-ე მუხლებით ედავება.

საქმე ეხება, 12 იანვარს აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარიას მიერ სტიკერების გაკვრის მცდელობას, რასაც ხმაური მოჰყვა. სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარია და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ