პროკურორი - ზურაბ ადეიშვილი სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზეა პასუხისგებაში მიცემული და სამივეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე ისაუბრა.

ნადარეიშვილმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სამი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც, მისი თქმით, ადეიშვილი გამტყუნდა, „კერძოდ, ეს საქმეებია: ღვინის ქარხანა „აკურას“ იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია „იბერიის“ იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი“.

„გაცხადებული სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის თანახმად და ამ დეპარტამენტის შექმნისთანავე დაანონსდა, რომ ის, ვინც ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, ხელს შეუწყობდა, აანაზღაურებდა ზიანს ნებაყოფლობით, ასევე, დაეხმარებოდა გამოძიებას სხვა, რთული და მრავალეპიზოდიანი საქმეების გახსნაში და გამოძიებაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და სწორედ რიგითი საჯარო მოხელეების თანამშრომლობის შედეგად, ასე თუ ისე გამარტივდა და შესაძლებელი გახდა მაღალი თანამდებობის პირების მხილება.

თვალსაჩინოებისთვის რომ წარმოგიდგინოთ, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მაგალითად, ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით, სამივე საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყო ღვინის ქარხანა „აკურას“ იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია „იბერიის“ იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე დეპარტამენტის პრაქტიკაში იქცა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ერთმანეთთან კოორდინირებულად, შეთანხმებული მუშაობის შედეგად ახდენდნენ კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების მიქცევას სახელმწიფო საკუთრებაში“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე