შალვა პაპუაშვილი - თუ იმის სითამამე და კრიმინალური ვაჟკაცობა ჰყოფნით, კანონი დაარღვიონ, ამაზე პასუხისგებასაც შესაბამისი სითამამით შეხვდნენ და არ იწუწუნონ - თუ საგამოძიებო კომისია დაგიბარებს, უნდა მიხვიდე

თუკი იმის სითამამე თუ კრიმინალური ვაჟკაცობა ჰყოფნით, რომ კანონი დაარღვიონ, ამაზე პასუხისგებასაც შესაბამისი სითამამით შეხვდნენ და არ იწუწუნონ, თუ რატომ დაიწყო სისხლის სამართლის წარმოება - თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაგიბარებს უნდა მიხვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

აქვე პაპუაშვილმა დასძინა, რომ ყველას ურჩევს, დაემორჩილონ კანონს.

„პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცა კანონს არღვევს. ადამიანი თავისუფალია მათ შორის იმაშიც, რომ შეიძლება კანონი დაარღვიოს, დანაშაული ჩაიდინოს. ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინოს, კანონი დაარღვიოს, ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.

თუკი მზად ხარ დაარღვიო კანონი, იყავი მზად, რომ ამისთვის პასუხისმგებლობა დაგეკისრება. ესა არის და ეს - არ დაიწყონ წუწუნი და უცხოელ მფარველებთან წერილების წერა, რომ არის პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა