გიორგი გახარია - „ოცნება“ სახიფათოა, ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია

„ოცნება“ სახიფათოა, ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აეროპორტში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ, კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.

გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ მსგავსი უღირსობების ჩადენისთვის ფასის გადახდა ყოველდღიურად მოუწევს.

„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ“, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შვილიშვილების ტოლი ადამიანები მიუქსია, ეს დავალება გასცეს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ხედავს, „ოცნებას“ ღირსება არ აქვს, ადამიანის უფლებები არ აინტერესებს, დემოკრატია არ აინტერესებს, „ოცნება“ ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია, სახიფათოა. ჩვენ, ქართველები, ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი კულტურული იდენტობა უნდა დავიცვათ „ოცნებისგან“, რომელიც დედისტოლა ქალს თავს ესხმის და შემდეგ ვიღაც პოლიტიკოსები, კაცები კი არა, პოლიტიკოსები, გამოდიან და ამას ამართლებენ. უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი უღირსობების ჩადენის ფასის გადახდა ყოველდღე ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება