ადვოკატის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

„ვიპოვეთ, არის ზაჰესში და მივდივართ!", - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

„ტვ პირველმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების თანახმად, "იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

უფრო ადრე, "ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: "ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი".

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე