მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს - უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით

უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორად განსაზღვრა მთავარი პრიორიტეტი, რაც „ამ ქვეყნის გადარჩენას მოემსახურებოდა“.

„უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამუნათებდით, იმიტომ, რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით. დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურესი და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო მიზანი ეს არის. პერსონალურად თქვენ ეს შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებულობაც კი უდიდესი დანაშაულია, ჩემი აზრით“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.

„ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი