მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას - რაც დათესეს, ის მოიმკეს

ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლას ეხებოდა.

მისივე თქმით, ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა.

„[კვერცხის სროლა] გუშინ გამოხატვის თავისუფლება იყო და დღეს... ნიკა გვარამია ამბობდა, მე არასდროს მჯეროდა ამის. მეორე საკითხია არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა. მორალურად შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ყველაფერი არ არის დანაშაული. დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, სხვა სახის დანაშაული არ არსებობს. მაგრამ სამართალდარღვევა თუ არის, ამის კვალიფიკაციის მინიჭებას არ ვაპირებ, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ვარ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდარის გამო, სალომე ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა