ბადრი ჯაფარიძე - შეხვედრაზე საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტზე, მის შეხვედრებზე მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, რომელთაც დეტალურად გააცნო ქვეყანაში ბოლო ხანებში შექმნილი ვითარება

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მთავარი თემა მიუნხენის კონფერენციაზე გამართულ შეხვედრებს ეხებოდა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა კონფერენციაზე პარტნიორებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

“შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტზე, მის შეხვედრებზე მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ზურაბიშვილმა მათ დეტალურად გააცნო ის ვითარება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო ხანებში შეიქმნა. კრიზისის სიღრმე, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ეს იყო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზურაბიშვილს სახეზე დაზიანება აღენიშნება.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილს სახეზე აღენიშნება დაზიანება. ეს იყო ამაზრზენი თავდასხმა, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს თუ როგორ რეაგირებას მოახდენს პროკურატურა ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც მოჰყვა მასზე ფიზიკური ზიანის მიყენება. ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან იმ აგონიის გამოვლენა, რომელშიც დე ფაქტო ხელისუფლება იმყოფება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს