თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროცესი მიმდინარეობს - სხდომას სააკაშვილი დისტანციურად ერთვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმე, რომელიც სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დასკვნით ეტაპზეა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროცესს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა