გელა ხასაიას 4 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

„გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 4 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

გელა ხასაიას პროცესი დღეს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომაზე ადვოკატ თეონა ზაქარაშვილსა და მოსამართლე ნინო ენუქიძეს შორისაც იყო შელაპარაკება. ენუქიძემ ადვოკატი რეპლიკებისა და ხმამაღალი ტონის გამო 100 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელ სხდომაზე 3 მოწმე დაიკითხა.

როგორც პოლიციელმა ნიკა გოგიამ განაცხადა, გელა ხასაიამ 2024 წლის 4 დეკემბერს, შარაშიძის ქუჩაზე, “დროას” ოფისთან პოლიციელებს ნიკა გვარამიას დაკავებაში ხელი შეუშალა. მისივე თქმით, “დროას” ოფისის წინ ხასაია გზას კეტავდა და არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას. მოწმის თქმით, ხასაია გვარამიას დაკავებაში ხელის შეშლის გამო არ დაუკავებიათ, რადგან არ უნდოდათ ვითარების დაძაბვა.

გელა ხასაია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას არ დაეთანხმა. როგორც მან აღნიშნა, მოწმე პოლიციელებმა ცრუ ჩვენება მისცეს. ხასაიას ადვოკატის თეონა ზაქარაშვილის თქმით, თუკი ხასაიას გზის გადაკეტვას ედავებიან, მისი ქმედება 174-ე მუხლით უნდა დაეკვალიფიცირებინათ და არა 173-ე მუხლით. ამასთან ადვოკატის განმარტებით, ხასაია სამანქანო მოძრაობას არ კეტავდა, შარაშიძის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ჩიხია და მანქანებს გადაადგილება შეეძლოთ, ამასთან ადვოკატის განმარტებითვე, ხასაია სოციალური მედიის მენეჯერია და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე "ლაივში" იყო და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ ვიდეომტკიცებულებები და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა