ანა ნაცვლიშვილი ჯარიმებზე - არ ვაპირებთ, ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ - ვაპირებთ, რომ რეჟიმს თავსატეხი, სერიოზული ბიუროკრატიული პრობლემები გავუჩინოთ და იქით შევუტრიალოთ ბრძოლა, რომელსაც მოქალაქეების მიმართ საბჭოთა რეპრესიული კანონებით ცდილობენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოწერილ ჯარიმებს აღვიქვამთ როგორც უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას და ვიღებთ ამას როგორც ჩვენი პატრიოტიზმის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ ერთგულების დადასტურებას - არ ვაპირებთ, ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა თანაპარტიელებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, მოქალაქეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების პროცესში დახმარებას სთავაზობენ.

როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმს, რომელმაც გადაწყვიტა, პროტესტი რეპრესიებით გააჩეროს, ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემები უნდა შეუქმნან“.

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ყველა ინსტანციას გაივლიან, რათა დეტალური მტკიცებულებები შეიქმნას თითოეული პოლიციელის, გამომძიებლის, მოსამართლის სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც რუსი ოლიგარქის ბრძანებებს ასრულებენ“.

„რუსმა ოლიგარქმა, რომელიც არის დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სანქცირებული, იმის გამო, რომ ის ემსახურება ოკუპანტის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, გადაწყვიტა, რომ თავისი ხელქვეითების მეშვეობით განახორციელოს ფინანსური ტერორი და რეპრესიები საქართველოს პატრიოტი, გამბედავი მოქალაქეების მიმართ. თითოეული ჩვენგანი, ვინც აქ ვართ, ათობით სხვა მოქალაქესთან ერთად ვართ იმ ჯარიმების ადრესატები, რომლითაც ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსული მეთოდებით გასტეხს ქართველი ხალხის დაუღალავ ბრძოლას ამ ქვეყნის დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოწერილ ამ ჯარიმებს აღვიქვამთ როგორც უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას და ვიღებთ ამას როგორც დადასტურებას ჩვენი პატრიოტიზმის და ერთგულების ამ ქვეყნის ევროპული და დამოუკიდებელი მომავლის მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ. ვაპირებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტების სამართლიანობა გარანტირებული არაა, ქართველ ხალხთან ერთად ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა რეჟიმს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოქალაქეების რეპრესიებით გააჩეროს პროტესტი, თავსატეხი გავუჩინოთ და გავუჩინოთ ძალიან სერიოზული ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემები და იქით შევუტრიალოთ ბრძოლა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ამ მეთოდებით, საბჭოთა რეპრესიული კანონებით ცდილობენ.

მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, არ შეგეშინდეთ. ვიქნებით თქვენ გვერდით ყველა ინსტანციაში, როგორც შსს-ში, ისე სასამართლოებში, რომ გავასაჩივროთ ეს არაკანონიერი და უსამართლო ჯარიმები. დაგეხმარებით თითოეულ თქვენგანს. პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევაა საერთო ცხელი ხაზი: 2 05 26 44. მოგვმართეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა