იმერეთის გუბერნატორი - დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა - 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები

დიდთოვლობამ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.

იმერეთის გუბერნატორის ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები, გზებზე ტექნიკური მარილს ყრიან და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.

„ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩაკეტილია 42 სოფლის გზა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს, ამ მიმართულებითაც მუშაობს სპეცჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება“, - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა